„ბარსელონასა“ და გერმანიის ნაკრების მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა დორტმუნდის „ბორუსიას“ ფორვარდ მარიო გიოტცეს შესახებ საკუთარ აზრი გამოთქვა. მისი აზრით, მსოფლიოს 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების გოლის გამტანი ფეხბურთელი ესპანეთს კარგად შეეწყობოდა.
„მარიო არის მოთამაშე, რომელმაც ბურთთან მოპყრობა კარგად იცის. ის ნამდილად შეეწყობოდა „ლა ლიგას“. არ ვიცი, აპირებს თუ არა ის კარიერის გაგრძელებას, რადგან მასთან ამ საკითხზე არასდროს მილაპარაკია. ჩემთვის ერთი რამ არის მთავარი: მარიომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს და იყოს ბედნიერი. გიოტცე ბევრ კლუბს გამოადგებოდა“, – მოჰყავს ტერ შტეგენის სიტყვები „გოლს“.
შეგახსენებთ, რომ მარიო გიოტცემ კარიერა დორტმუნდის „ბორუსიაში“ დაიწყო, სადაც 2008-13 წლებში თამაშობდა, შემდეგ კი მიუნხენის „ბაიერნში“ გადავიდა. 2016 წელს ფეხბურთელი ისევ მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა და ტრანსფერის ოდენობამ 22 მილიონი ევრო შეადგინა. მიმდინარე ზაფხულში გიოტცე ისევ დატოვებს დორტმუნდს, თუმცა სად გადავა, ეს ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.