ტერ შტეგენმა „ბარსელონასთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT
ტერ შტეგენმა „ბარსელონასთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT

ტერ შტეგენმა „ბარსელონასთან“ ხელშეკრულება გაახანგრძლივა, – ინფორმაციას კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

გერმანელ მეკარესთან კონტრაქტი 2028 წლამდე გაფორმდა. ტერ შტეგენი კატალონიელთა რიგებს 2014 წელს შეუერთდა და მაშინ ტრანსფერი 12 მილიონი ევროთი განისაზღვრა.

„ბარსელონასთან“ ერთად ტერ შეგენმა 16 ტიტული მოიპოვა, აქედან ხუთჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

31 წელის მეკარეს „ბარსელონას“ რიგებში სულ 379 მატჩი აქვს ჩატარებული, კარი „მშარალად“ კი 159 შეხვედრაში შეინახა.