მარიო გიოტცემ „ეინდჰოვენთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა

08:50, 07.10.2020

ნიდერლანდურმა გრანდმა „ეინდჰოვენმა“ გამოაცხადა გუნდში გერმანელი ნახევარმცველის მარიო გიოტცეს გადასვლის შესახებ. 28 წლის ფეხბურთელთან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

ახალ კლუბში მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონი 27-ე ნომრით ითამაშებს. ამ ზაფხულს, გიოტცემ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა „დორტმუნდი“.

გასულ სეზონში ნახევარმცველმა გერმანულ კლუბში 21 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, რომელშიც სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი