ნიდერლანდურმა გრანდმა „ეინდჰოვენმა“ გამოაცხადა გუნდში გერმანელი ნახევარმცველის მარიო გიოტცეს გადასვლის შესახებ. 28 წლის ფეხბურთელთან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
ახალ კლუბში მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონი 27-ე ნომრით ითამაშებს. ამ ზაფხულს, გიოტცემ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა „დორტმუნდი“.
გასულ სეზონში ნახევარმცველმა გერმანულ კლუბში 21 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, რომელშიც სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.