თემურ ქეცბაია - წინ თორმეტი ტურია და მეკითხებით, ექვსქულიანი სხვაობის დაფარვა თუ შეგვიძლია
თემურ ქეცბაიამ კვიპროსის ჩემპიონატის 24-ე ტურში ლიმასოლის აელ-თან შინ ფრედ (0:0) დასრულებული შეხვედრა შეაჯამა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა ვერ მოიგო, თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ აელ-თან მოპოვებული ქულით კმაყოფილია.
„მიმაჩნია, რომ დღეს ჩვენ სამი ქულის მოსაპოვებლად ყველაფერი გავაკეთეთ. კარგი საგოლე შესაძლებლობები გვქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენეთ და საბოლოოდ წაგების საფრთხეც შეგვექმნა. კარგად ვეთამაშეთ კარგ გუნდს, რომელიც ჩვენთან ერთად ჩემპიონობაზე პრეტენზიას აცხადებს. შემდეგ თამაშზეც მოედანზე გამარჯვებისთვის გავალთ,“ – განაცხადა ქეცბაიამ.
ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარი მწვრთნელის თქმით, ლიდერ ლიმასოლის „აპოლონთან“ (51 ქულა) ექვსქულიანი ჩამორჩება არ აშინებს და საჩემპიონო ბრძოლა გრძელდება:
„ჩვენ 36 ქულა მოვიპოვეთ და თქვენ მეკითხებით, ექვსქულიანი სხვაობის დაფარვა თუ შეგვიძლია? წინ 12 თამაში გვაქვს, ანუ ფაქტობრივად, მთელი ჩემპიონატი წინაა. შეგვიძლია ნებისმიერი გუნდი ნებისმიერ სტადიონზე დავამარცხოთ. დღეს იღბალმა ზურგი გვაქცია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მოგვიანებით მაინც ჩვენსკენ იქნება“.