ტეხასში, რელიგიურ სკოლებში კორონავირუსთან დაკავშირებული წესების დაცვა სავალდებულო არ იქნება
ტეხასში, რელიგიურ სკოლებში კორონავირუსთან დაკავშირებული წესების დაცვა სავალდებულო არ იქნება

ტეხასში, რელიგიურ სკოლებში კორონავირუსთან დაკავშირებული წესების დაცვა სავალდებულო არ იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც შტატის გენერალურმა პროკურორმა, კენ პაქსტონმა განაცხადა, გუბერნატორის განკარგულებით, რელიგიური სკოლების დახურვა არაკონსტიტუციური იქნება.

ღია წერილში პაქსტონი წერს, რომ რელიგიური სკოლებისთვის შეზღუდვების დაწესება დაუშვებელია აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორებით, რომელიც რელიგიურ თავისუფლებას იცავს.

პროკურორის წერილი იმ ფონზე გამოქვეყნდა, როდესაც ტეხასში სასწავლო პროცესის აღდგენაზე მსჯელობენ. ბევრ სკოლაში კორონავირუსის გავრცელების გამო სწავლის დაწყებას არ ჩქარობენ.

ტეხასში უკვე მეხუთე დღეა, ვირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა 10 000-ს აჭარბებს. ტეხასში სულ 335 000 კოვიდინფიცირბულია აღრიცხული.