ტეხასში, ონლაინ სასამართლო პროცესზე ადვოკატი კატის ვირტუალური ნიღბით წარდგა [ვიდეო]

ტეხასში ვირტუალურ სასამართლო პროცესზე ერთ-ერთი ადვოკატი შემთხვევით კატის ვირტუალურ ნიღაბში წარდგა. ინციდენტი ვიდეოკოფერენციების სერვის „ზუმის“ შეხვედრაზე მოხდა.

ადვოკატმა როდ პონტონმა სასამართლო პროცესზე დამსწრე პირებს ბოდიში მოუხდა და განაცხადა, რომ მისი თანაშემწე შეეცდება გათიშოს ფილტრი, რომლის გამოც ის კატის ფორმაშია.

„მე აქ ვარ და ნამდვილად არ ვარ კატა“, – ამბობს ინციდეტის ამსახველ ვიდეოში ადვოკატი.

ადვოკატმა თავად გაავრცელა ვიდეო სოციალურ ქსელებში და მოუწოდა მომხმარებლებს, სერიოზულ ვირტუალურ კონფერენციაზე ან შეხვედრაზე დასწრებამდე გადაამოწმონ „ზუმის“ პარამეტრები, განსაკუთრებით მაშინ, თუ მანამდე კომპიუტერით ბავშვებმა ისარგებლეს.