ტედროს ადანომ გებრეისუსი - ქვეყნები მხოლოდ ვაქცინაციას თუ დაეყრდნობიან, შეცდომას დაუშვებენ
ტედროს ადანომ გებრეისუსი - ქვეყნები მხოლოდ ვაქცინაციას თუ დაეყრდნობიან, შეცდომას დაუშვებენ

ქვეყნები მხოლოდ ვაქცინაციას თუ დაეყრდნობიან, შეცდომას დაუშვებენ, – „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

ტედროს ადანომ გებრეისუსმა ქვეყნებს მოუწოდა, არ შეამსუბუქონ ვირუსთან ბრძოლისთვის დაწესებული შეზღუდვები.

„ქვეყნები მხოლოდ ვაქცინაციას თუ დაეყრდნობიან, შეცდომას დაუშვებენ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ძირითადი ზომები კვლავ რჩება საპასუხო ზომების საფუძვლად“, – განაცხადა გებრეისუსმა.

ტედროს ადანომ გებრეისუსმა ასევე აღნიშნა, რომ განამ და კოტ-დ’ივუარ​მა „კოვაქს“ პლატფორმიდან ვაქცინა მიიღეს. მან ასევე მდიდარი ქვეყნები ვაქცინის დაგროვების გამო გააკრიტიკა.

„მკაცრი გაფრთხილება უნდა გვქონდეს, ვირუსი დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ამას დავუშვებთ. ამის დაშვება არ შეგვიძლია“, – ამის შესახებ კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მარია ვან კერკოვმა განაცხადა.