თბილისური დერბი მოულოდნელი შედეგით - „საბურთალომ“ „ლოკომოტივი“ გაანადგურა
თბილისური დერბი მოულოდნელი შედეგით - „საბურთალომ“ „ლოკომოტივი“ გაანადგურა
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 29-ე ტური თბილისური დერბით გაიხსნა – „საბურთალომ“ „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და მოულოდნელად პრინციპული მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა.
 
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში „საბურთალომ“ პირველივე ტაიმში დიდი უპირატესობა მოიპოვა და „ლოკომოტივის“კარი ორჯერ აიღო. მე-16 წუთზე ანგარიში გიორგი კოხრეიძემ გახსნა, ხოლო სამ წუთში მეორედ მეტოქის კარი ეფექტური დარტყუმით იური ტაბატაძემ აიღო. სტუმრებისთვის მეორე ნახევარიც ცუდად დაიწყო: 47-ე წუთზე კოხრეიძემ დუბლი შეასრულა, ხოლო საბოლოო ანგარიში 63-ე წუთზე კოტდივუარელმა ანტე გიიმ დააფიქსირა და „საბურთალომ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 4:0.
29 ტურის შემდეგ „საბურთალომ“ 54 ქულა დააგროვა და ლიდერებთან, ბათუმის „დინამოსთან“ (58 ქულა) და თბილისის „დინამოსთან“ ჩამორჩენა შეამცირა. „ლოკომოტივი“ კი 37 ქულით ისევ მეხუთე ადგილზეა.