თბილისში „რეალის“ კემპი გაიხსნა
თბილისში „რეალის“ კემპი გაიხსნა

თბილისში, საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ბაზაზე მადრიდის „რეალის“ საზაფხულო კემპი გაიხსნა, რომლის ორგანიზატორიც „თავისუფალი ფეხბურთია“.

საზაფხულო ბანაკი 28 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება, ქართველ ბავშვებს კი ესპანური და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდის საფეხბურთო აკადემიის მწვრთნელები ავარჯიშებენ.

კემპთან დაკავშირებით მადრიდული კლუბის წარმომადგენლებმა კომენტარი არ გააკეთეს. „გალაქტიკოს“ საზაფხულო ბანაკის შესახებ საქართველოს პირველ არხთან „თავისუფალი ფეხბურთის“ თანადამფუძნებელმა ლევან სეთურიძემ ილაპარაკა.

„ეს ჩვენი ორგანიზაციის მიერ განხორციელებული მესამე პროექტია და მესამედაც საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ბაზაზე იმართება, რისთვისაც ამ კლუბს მადლობას ვუხდით. „თავისუფალი ფეხბურთი“ 2018 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე მილანის „ინტერისა“ და ტურინის „იუვენტუსის“ საზაფხულო ბანაკების ორგანიზატორი იყო. ეს ყოველივე ემსახურება იმას, რომ ბავშვებმა თავიდანვე გაიგონ, რა მოთხოვნები არსებობს გრანდებში და რა მიმართულებით უნდა გაიზარდონ. წინა პროექტები ნაყოფიერი იყო, მოთხოვნა არის და ჩვენც ბრენდს უფრო მაღლა და მაღლა ვზრდით“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ლევან სეთურიძე.