თბილისში, განახლებულ ორბელიანის მოედანზე დღეს ქვევრის ღვინის ფესტივალი სახელწოდებით – Travel in Georgia with Wine გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობას 50 საოჯახო მარანი მიიღებს. ფესტივალი ტარდება მცირე საოჯახო მარნების ინიციატივითა და თბილისის მერიის, ღვინის ეროვნლი სააგენტოსა და ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით.
ფესტივალს დაამშვენებს ქართული ხალხური სიმღერების ანსამბლების, ფოლკლორული გუნდებისა და ეთნო ჯაზ-ბენდის მიერ შესრულებული სიმღერები.
ფესტივალზე იქნება უნიკალური ქვევრის ღვინოების უფასო დეგუსტაცია, ასევე თითოეული მარანი ფესტივალზე წარმოადგენს მინიმუმ 30 ბოთლ სარეალიზაციო ღვინოს, რომელიც ტურიზმის ხელშეწყობის მიზნებიდან გამომდინარე, გაიყიდება სიმბოლურ ფასად – 10 ლარად.
ფესტივალი სტუმრებს 15:00-დან 22:00 საათამდე ელოდება.