თბილისმა ტყვიით სროლის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა
თბილისმა ტყვიით სროლის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა

21- დან 24 ნოემბრის ჩათვლით თბილისში ნინო სალუქვაძის სახელობის დარბაზმა ტყვიით სროლაში ორ ტურნირს უმასპინძლა.

ოთხი ქვეყნის 70-მდე სპორტსმენმა მონაწილეობა შოთა ქველიაშვილის გარდამავალ თასზე და თბილისის საერთაშორისო ტურნირზე მიიღო. ქართველი სპორტსმენების გარდა, საუკეთესოს ტიტულის მოსაპოვებლად აზერბაიჯანელი,სომეხი და ბულგარელი მსროლელები იბრძოდნენ.
საერთაშორისო ტურნირში გოგონებს შორის გამარჯვებული ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ლიზი კილაძე, ბიჭებში კი აკაკი მოსულიშვილი გახდა.
ვაჟთა შორის პირველობა აზერბაიჯანის წარმომადგენელმა რუსლან ლუნევმა იზეიმა, ქალთა შორის კი საუკეთესო შედეგი ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ დააფიქსირა.

ტურნირის ბოლო დღეს შერეულ წყვილთა გათამაშებაში პირველი ადგილი ლიზი კილაძემ და აკაკი მოსულიშვილმა დაიკავეს.

შოთა ქველიაშვილის სახელობის გარდამავალი თასი – შერეულ წყვილთა გათამაშება

ლიზი კილაძე (ქუთაისი, 93, 96, 94, 97) – აკაკი მოსულიშვილი (ტნს, 93, 96, 95, 93) – 757 ქულა (380+377)
II. ნინო სალუქვაძე (94, 95, 96, 93) – ცოტნე მაჭავარიანი (ორივე – ტნს, 94, 97, 92, 95) – 756 ქულა (378+378)
III. მარიამ მაღრაძე (ტნს, 96, 97, 93, 92) – ამირან ყორანაშვილი (სკა, 93, 94, 92, 91) – 748 ქულა (378+370)

თბილისის საერთაშორისო ტურნირი პნევმატური იარაით ტყვიის სროლაში –

ვაჟები
I. რუსლან ლუნევი (აზერბაიჯანი) – 572 ქულა (97, 97, 96, 93, 94, 95)
II. მიშა სანიკიძე (ტნს) – 566 ქულა (90, 97, 92, 93, 98, 96)
III. ნორაირ არაქელიანი(სომხეთი) – 565 ქულა (91, 95, 93, 95, 95, 96)

ქალები
I. ნინო სალუქვაძე (ტნს) – 565 ქულა (95, 93, 94, 92, 94, 97)
II. ნონა მახარაშვილი (ტნს) – 565 ქულა (94, 93, 98, 92, 91, 97)
III. მარიამ მაღრაძე (ტნს) – 559 ქულა (98, 89, 91, 95, 94, 92)

ახალგაზრდები –

გოგოები
I. ლიზი კილაძე (ქუთაისი) – 566 ქულა (92, 92, 94, 95, 95, 98)
II. ნინო ხუციბერიძე (ქუთაისი) – 556 ქულა (94, 93, 93, 93, 89, 94)
III. მარიამ ღვინიაშვილი (ტნს) – 554 ქულა (93, 90, 95, 96, 89, 91)

ბიჭები
I. აკაკი მოსულიშვილი (ტნს) – 566 ქულა (95, 92, 96, 96, 94, 93)
II. ივა ჭანკვეტაძე (ტნს) – 554 ქულა (92, 91, 92, 92, 93, 94)
III. ვლადისლავ კალმიკოვი (აზერბაიჯანი) – 552 ქულა (92, 89, 95, 92, 94, 90)