ოქროსა და ვერცხლის მედლები - საქართველოს ტყვიით მსროლელთა ნაკრებმა „დიდი პრიზის“ გათამაშებაზე წარმატებით იასპარეზა #1TVSPORT
ოქროსა და ვერცხლის მედლები - საქართველოს ტყვიით მსროლელთა ნაკრებმა „დიდი პრიზის“ გათამაშებაზე წარმატებით იასპარეზა #1TVSPORT

საქართველოს ტყვიით მსროლელთა ნაკრების წარმომადგენლებმა რუსეს „დიდი პრიზის“ გათამაშებაზე წარმატებით იასპარეზეს.

მარიამ ფროდიაშვილიმა და ცოტნე მაჭავარიანმა საკვალიფიკაციო ეტაპი 575 ქულით მოიგეს, წყვილთა ფინალში კი სომხეთის წარმომადგენლებს, ელმირა კარაპეტიანსა და ბენიკ ხლგატიანს 16:14 სძლიეს და ჩემპიონობა იზეიმეს. საკვალიფიკაციო ეტაპზე ლიზი კილაძისა და აკაკი მოსულიშვილის წყვილიც გამოდიოდა, მათ 566 ქულა მოაგროვეს, მეათე შედეგი აჩვენეს და პლეი ოფს მიღმა დარჩნენ.

საქართველოს ქალთა ნაკრებმა ნინო სალუქვაძის, მარიამ ფროდიაშვილისა და ლიზი კილაძის შემადგენლობით, ვერცხლის მედალი მოიპოვა. ჩვენი სამეული ფინალში პოლონეთის გუნდთან ანგარიშით 6:16 დამარცხდა.

ვაჟთა ნაკრების წევრებმა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ლევან ქადაგიძე, აკაკი მოსულიშვილი და ცოტნე მაჭავარიანი, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა შვეიცარიასთან ანგარიშით 10-16 წააგეს და ტურნირი მეოთხე ადგილზე დაასრულეს.

17-დან 21 იანვრის ჩათვლით ჩვენი მსროლელები ხორვატიაში, კერძოდ კი, ოსიეკში „დიდი პრიზის“ გათამაშებაზე იასპარეზებენ.