ქართველი ტყვიის მსროლელები პარიზის გრან-პრიზე იასპარეზებენ
ქართველი ტყვიის მსროლელები პარიზის გრან-პრიზე იასპარეზებენ

13-დან 17 თებერვლის ჩათვლით, პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში პარიზის გრან-პრი გაიმართება. საერთაშორისო ტურნირი ერთ-ერთი მოსამზადებელი ეტაპია ევროპირველობისთვის, რომელსაც მარტში ხორვატია უმასპინძლებს. საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები საფრანგეთში შვიდკაციანი შემადგენლობით გაემგზავრა. მედლისთვის ქალებში ნინო სალუქვაძე იბრძოლებს, ვაჟებში – ლევან ქადაგიძე და ცოტნე მაჭავარიანი. გოგონებში ქვეყნის ღირსებას ლიზი კილაძე, ნინო ხუციბერიძე და მარიამ ქობულაშვილი დაიცავენ. ამ უკანასკნელისთვის პარიზის გრან-პრი, ახალგაზრდების ასაკობრივ კატეგორიაში, სადებიუტო იქნება. ქობულაშვილის გამოჩენით, გოგონების ნაკრებს საშუალება ექნება მონაწილეობა გუნდურ შეჯიბრშიც მიიღოს. ბიჭებში ასპარეზობაში აკაკი მოსულიშვილი ჩაერთვება. სწორედ აღნიშნული შვიდი სპორტსმენი გაემგზავრება ხორვატიაში ევროპის ჩემპიონატზე.