თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ პარლამენტთან საბავშვო გასართობი ადგილის მოწყობის შესახებ ინფორმაცია აქციის მონაწილეებს წინასწარ მიაწოდეს
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ პარლამენტთან საბავშვო გასართობი ადგილის მოწყობის შესახებ ინფორმაცია აქციის მონაწილეებს წინასწარ მიაწოდეს

თბილისის მერიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს წინასწარ მიაწოდეს ინფორმაცია საახალწლო დღეებში პარლამენტის მიმდინარე ტერიტორიაზე საბავშვო გასართობი ადგილის მოწყობის შესახებ.

„დედაქალაქის მერიამ წინასწარ მიაწოდა ინფორმაცია აქციის მონაწილეებს საახალწლო დღეებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო-გასართობი ადგილისა და საშობაო მარკეტის მოწყობის შესახებ.

ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მოხდა ადგილზე მდებარე ინფრასტრუქტურის აღება, რაც დასაწყობდება და მიმართვის შემთხვევაში გადაეცემა მესაკუთრეს“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

დასუფთავების სამსახურმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან კარვები ღამით აიღო. ადგილზე საბავშვო ატრაქციონებისა და საახალწლო დეკორაციების მონტაჟი დაიწყო.

ამის შემდეგ, ადგილზე ოპოზიციური პარტიებისა და ახალგაზრდული მოძრაობების წარმომადგენლები მივიდნენ, კარვების აღება გააპროტესტეს და ხელმეორედ გაშლა სცადეს, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა.

შსს-ს ცნობით, დაკავებულია ცხრა პირი.

დატოვე კომენტარი