თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს #1TVSPORT
თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს #1TVSPORT

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში 5 იანვარს ვაჟ მოჭადრაკეთა შორის საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტურის პარტიები გაიმართა.

მეორე ტურის შემდეგ 1,5-1,5 ქულით I-V ადგილებს თორნიკე სანიკიძე, დავით მაღალაშვილი, მიხეილ მჭედლიშვილი, გიგა ყუფარაძე და მერაბ გაგუნაშვილი ინაწილებენ.

მეორე ტურის შედეგები:

კაჭარავა-ყუფარაძე 0:1

სანიკიძე-თუთისანი 1:0

პეტრიაშვილი-მაღალაშვილი 0:1

ნიგალიძე-გაგუნაშვილი 1/2:1/2

მჭედლიშვილი-პაიჭაძე 1:0

მესამე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:

პაიჭაძე-კაჭარავა

გაგუნაშვილი-მჭედლიშვილი

მაღალაშვილი-ნიგალიძე

თუთისანი-პეტრიაშვილი

ყუფარაძე-სანიკიძე

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში ვაჟ მოჭადრაკეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი წრიული სისტემით 9 ტურად გაიმართება.