თავისუფალი ჭიდაობა | დღეს 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ხუთი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში დღეს თავისუფალ ჭიდაობაში 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი აიღებს სტარტს. სპორტსმენები 61, 74, 86, 92 და 125 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებენ. ამავე წონებში პრიზიორები ხვალ გამოვლინდებიან.
57, 65, 70, 79 და 97კგ წონითი კატეგორიის სპორტსმენები საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს და ნახევარფინალებს ხვალ გამართავენ, გამარჯვებულები კი 27 ოქტომბერს გამოვლინდებიან.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
57კგ – ლუკა ღვინჯილია
61კგ – ომარ გაზაშვილი
65კგ – გოგა ოთინაშვილი
70კგ – დავით ფაცინაშვილი
74კგ – ლუკა ჩხიტუნიძე
79კგ – ოთარ ადეიშვილი
86კგ – ვლადიმერ გამყრელიძე
92კგ – სანდრო მარგიშვილი
97კგ – მერაბ სულეიმანიშვილი
125კგ – სოლომონ მანაშვილი
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ დასრულებულ მსოფლიო პირველობაზე 23-წლამდელთა შორის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ქართველმა ფალავნებმა ექვსი მედალი მოიპოვეს და გუნდური მეორე ადგილი დაიკავეს. სოსო ჯაბიძის გაწვრთნილი ნაკრები ერთ ოქროს, ერთ ვერცხლს და ოთხ ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ჩემპიონი 72 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ჩხიკვაძე გახდა – ქართველმა მოჭიდავემ 2024 წელს ევროპის ჩემპიონატიც მოიგო და ოქროს დუბლი შეასრულა.
ვერცხლის მედალს დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ) დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოს მედლები ფრიდონ აბულაძემ (60 კგ), დათა ჩხაიძემ (82 კგ), აჩიკო ბოლქვაძემ (87 კგ) და გიორგი ცოფურაშვილმა (130 კგ) მოიპოვეს.