ტარასენკოს მიაჩნია, რომ „სენტ-ლუისი“ სერიის მეოთხე მატჩში უკეთ ითამაშებს
„სენტ-ლუისის“ რუსი თავდამსხმელი ვლადიმირ ტარასენკო კარგი განწყობით ხვდება „სტენლის თასის“ ფინალური სერიის მეოთხე მატჩს, რომელსაც მისი კლუბი „ბოსტონთან“ გამართავს, – იტყობინება ჰოკეის ნაციონალური ლიგის (NHL) ოფიციალური გვერდი.
„ჩვენ სამკვდრო-სასიცოცხლო თამაშისთვის ვემზადებით. აუცილებელია საუკეთესო ჰოკეის ჩვენება. ამ თამაშში დამარცხებით ჩვენ ჩემპიონობის მიზერული შანსი დაგვრჩება, ამიტომაც მთელი გუნდი ყველაფერს გაიღებს გამარჯვების მოსაპოვებლად“, – ციტირებს ტარასენკოს სიტყვებს ჰოკეის ნაციონალური ლიგის პრესსამსახური.
მატჩი 4 ივნისს, თბილისის დროით 04:00 საათზე გაიმართება.
ამჟამად საერთო ანგარიშია 2:1 „ბოსტონის“ სასარგებლოდ.