„ტამპა ბეიმ“ პრეზიდენტის თასი მოიპოვა
„ტამპა ბეიმ“ პრეზიდენტის თასი მოიპოვა

ტამპა ბეი ლაითნინგმა“ მორიგ სათამაშო დღეს „არზონა“ 4:1 დაამარცხა, 116 ქულა დააგროვა რეგულარულ ჩემპიონატში და მიუღწეველი გახდა კონკურენტებისთვის. ასე რომ, „ტამპა“ გახდა რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული და პრეზიდენტის თასი მოიპოვა. ეს იმას ნიშნავს, რომ „ლაითაინგს“ პლეი ოფის ყველა სერიაში ექნება საკუთარი მოედნის უპირატესობა.

რეგულარულში გამარჯვებისთვის, „ტამპა ბეის“ 73 მატჩი დასჭირდა. ეს მეორე შედეგია ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) ისტორიაში. 1995-96 წლებს სეზონში, „დეტროიტმა“ 71 მატჩი იკმარა რეგულარული ჩემპიონატის მოსაგებად.