სუპერმძიმე წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა ტაისონ ფიურიმ, შესაძლოა, რვაწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღოს. დიდი ბრიტანეთის ანტისადოპინგო სააგენტომ დაიწყო გამოძიება მოკრივის მიერ ჩაგდებულ ორ დოპინგტესტზე.
2015 წელს ბრიტანელის ორმა დოპინგ-სინჯმა დადებითი შედეგი აჩვენა, რის გამოც მოკრივემ ბრიტანეთის საკრივო საბჭოსგან ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. ტაისონი მაშინ ამტკიცებდა, რომ მის ორგანიზმში აკრძალული პრეპარატი ნანდროლონი გარეული ტახის ხორცისგან მოხვდა.
ორი დღის წინ, გაზეთმა „დეილი მეილმა” დაწერა, რომ ფიურის გუნდის წევრი 2016 წლის იანვარში ლანკაშირელ ფერმერს მარტინ კერფუტს ქრთამის სახით 30 ათას დოლარს სთავაზობდა ბრიტანელი მოკრივის დოპინგის დაფარვაში დახმარების სანაცვლოდ. საბოლოოდ, ფერმერმა მოატყუა გამოძიება და განაცხადა, რომ მოკრივის ორგანიზმში დოპინგი ტახის გაფუჭებული ხორცისგან მოხვდა, რომელიც მან ფიურის გუნდს მიჰყიდა. თუმცა, კერფუტმა დაპირებული თანხა ვერ მიიღო – ის ფიურის გუნდმა გადააგდო.
დიდი ბრიტანეთის ანტისადოპინგო სააგენტომ დაადასტურა, რომ ამ საქმეზე გამოძიებას დაიწყებს და თუ ფიური დამნაშავე აღმოჩნდება ფალსიფიკაციაში, მას რვაწლიანი პატიმრობა ემუქრება.