წარმატებული გამოდგა ბრიტანელი მოკრივის ტაისონ ფიურის დებიუტი რესტლინგის მთავარ დივიზიონში (WWE). სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი პროფესიონალ რესტლერს, ამერიკელ ბრონ სტროუმენს ხვდებოდა. ბრძოლა საუდის არაბეთში გაიმართა.
მოწინააღმდეგეებმა რამდენიმე ილეთი გაცვალეს, ბოლოს კი ფიურის დარტყმის შემდეგ, სტროუმენმა 10 წამში წამოდგომა ვერ მოახერხა და ბრიტანელს გამარჯვება მიენიჭა.
არაოფიციალური ინფორმაციით, ფიურიმ ამ ბრძოლისთვის 15 მილიონი ევრო გამოიმუშავა.