ავტორიტეტულმა საკრივო ჟურნალმა The Ring-მა განაახლა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის მოკრივეთა რეიტინგი. პირველი ადგილი შეინარჩუნა ბრიტანელმა ტაისონ ფიურიმ (29-0-1, 20KO). მან გაუსწრო მსოფლიო ჩემპიონებს – ამერიკელ დეონტეი უაილდერსა (41-0-1, 40KO) და მექსიკელ ენდი რუისს (33-1, 22KO).
სუპერმძიმე წონის რეიტინგის ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:
1. ტაისონ ფიური (ბრიტანეთი)
2. დეონტეი უაილდერი (აშშ)
3. ენდი რუისი (მექსიკა)
4. ენტონი ჯოშუა (ბრიტანეთი)
5. დილიან უაიტი (ბრიტანეთი)
6. ლუის ორტისი (კუბა)
7. ალექსანდრ პოვეტკინი (რუსეთი)
8. ჯოზეფ პარკერი (ზელანდია)
9. ადამ კოვნაცკი (პოლონეთი)
10. კუბრატ პულევი (ბულგარეთი)