დაუმარცხებელმა ბრიტანელმა სუპერმძიმეწონოსანმა, WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა ტაისონ ფიურიმ კარიერის განახლების შესახებ გამოაცხადა. ამა წლის აპრილის ბოლოს, ფიურიმ ნოკაუტით დაამარცხა ბრიტანელი დილიან უაიტი და კრივიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა.
„გადავწყვიტე კრივში დავბრუნდე, რადგან შემიძლია გავხდე პირველი ჩემპიონი სუპერმძიმე წონაში, ვისაც ორი ტრილოგია ექნება: ერთი დეონტეი უაილდერთან, მეორე – დერეკ ჩისორასთან. მე უკვე ჩავინიშნე ბრძოლა ჩისორასთან. მე უკვე აქ ვარ და რეკორდებს ვამყარებ“, – დაწერა სოციალურ ქსელში ფიურიმ.
ჩისორა და ფიური აქამდე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს – 2011 და 2014 წლებში და ორივეჯერ ტაისონმა მოიგო. ფიურის პროფესიულ რინგზე 32 გამარჯვება მოიპოვა და ერთი ბრძოლა ფრედ დასრულდა.