ტაისონ ფიურიმ დეონტე ვაელდერი ეფექტურ სტილში, მე-7 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და ისტორიის მანძილზე პირველი სუპერმძიმეწონოსანი მოკრივე გახდა, რომელსაც ჩემპიონის ქამარი ყველა ვერსიით აქვს მოგებული.
ფიური ლას ვეგასიდან მშობლიურ მანჩესტერში დაბრუნდა. აეროპორტში ჩემპიონს უამრავი გულშემატკივარი დახვდა.
ტაისონ ფიურიმ დეონტე ვაელდერს კარიერაში პირველი მარცხი აგემა. თავად ბრიტანელს პროფესიულ რინგზე სულ 31 ბრძოლა აქვს გამართული და 30 მოგება უფიქსირდება. ერთადერთი ფრე მან სწორედ ვაელდერთან დააფიქსირა, რომლის რემატჩიც დამაჯერებელი გამარჯვებით დაასრულა.