სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ტაისონ ფიურიმ (29-0-1, 20KO) ავტობიოგრაფიული წიგნის გამოცემა დააანონსა და სოციალურ ქსელში წიგნის ყდა უკვე განათავსა. მომავალი წიგნის სახელწოდებაა – „ნიღბის უკან“.
ჯერჯერობით უცნობია, როდის შედგება ბრიტანელი მოკრივის წიგნის პრეზენტაცია.
ბოლო დროს, ფიურიმ აქტიური დაინტერესება გამოხატა სხვა სახეობის ორთაბრძოლებში. კერძოდ, ის აპირებს გამოსვლას რესლინგში, აგრეთვე განაცხადა, რომ დაგეგმილი აქვს შერეულ ორთაბრძოლების ვარსკვლავი გახდეს (MMA).