ჰოკეის ნაციონალური ლიგის თავდამსხმელმა ტაილერ სეგუინმა „დალასთან“ ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი.
ახალი ხელშეკრულების თანახმად, მომდევნო რვა წლის განმავლობაში ის 78.8 მილიონ დოლარს მიიღებს. წინა ხელშეკრულებით კანადელი წლიურად 5.75 მილიონს გამოიმუშავებდა.
26 წლის ფორვარდი დალასში 2013 წლიდან თამაშობს, მანამდე კი ბოსტონში ასპარეზობდა.
სეგუინმა ლიგაში მან 590 მატჩი ჩაატარა და 505 (229+276) ქულა დააგროვა.
ტაილერი ბოლო სეზონების ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია.