ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია სეზონს 30 ივლისს განაახლებს. 22 გუნდი თავდაპირველად რეგულარულში რვა შეხვედრას გამართავს, რის შემდეგაც სტარტს აიღებს პლეიოფების სერია. ცნობილია, რომ განახლებულ სეზონზე მონაწილეობას რამდენიმე კალათბურთელი სხვადასხვა მიზეზით არ მიიღებს.
ESPN-ის ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკი იუწყება, რომ „ჰიუსტონი“ ორლანდოში ტაბო სეფალოშას გარეშე მიემგზავრება. წყაროს ცნობით, დიდი ალბათობით „როკეთსი“ სეფალოშას შემცვლელად ლუკ მბას მოიყვანს. მბა ა მუტემ გასულ სეზონზე „ჰიუსტონის“ შემადგენლობაში 61 მატჩში მიიღო მონაწილეობა. რაც შეეხება სეფალოშას, მიმდინარე სეზონზე მან ტეხასურ გუნდში 41 შეხვედრა ჩაატარა.