ტაბიძემ ძიუბა ანტინაკრებში შეიყვანა - სიმბოლურში კვარაცხელიაც მოხვდა
ტაბიძემ ძიუბა ანტინაკრებში შეიყვანა - სიმბოლურში კვარაცხელიაც მოხვდა

რუსულმა გამოცემა „სოკერმა“ პრემეირლიგის 21-ე ტურის ანტისიმბვოლური ნაკრები დაასახელა, სადაც ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია და პეტერბურგის „ზენიტის“ და რუსეთის ნაკრების თავდამსხმელი არტიომ ძიუბა მოხვდნენ.

კვარაცხელიამ სამარსი „კრილია სოვეტოვთან“ მატჩის დროს მოედნიდან გააძევეს, ხოლო ძიუბამ ვერაფერი გააწყოყო „უფასთან“ მატჩში (9:0), სადაც ის ქართველმა მცველმა ჯიმი ტაბიძემ სუფთად ჩაკეტა და შედეგად სამი გამოცემსი შედგენილ სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, ხოლო რუსეთის ნაკრების კაპიტანი ანტისიმბოლურ გუნდში მოხვედრისთვის გაწირა.

„ხვიჩა კვარაცხელია („რუბინი“) – პირველად ხვიჩამ თამაშის წესი მატჩის პირველ წუთში დაარღვია. ის პირველ ტაიმში ბურთს მხოლოდ 14-ჯერ შეეხო, ყველა ჯერ ეს ფლანგზე შეძლო, ხოლო შეცდომების პროცენტი „ყვირის” – 43%. კარში ერთხელაც ვერ დაარტყა, ერთი გადაცემაც ვერ გააკეთა და ვერავის მოტყუება ვერ შეძლო. ხვიჩა ჯერ მხოლოდ 19 წლისაა, გასაგებია, თუ რატომ იყო ემოციური იმ მომენტში, როდესაც გააძევეს. კვარაცხელია ისეთ ასაკშია, ყველაფერი შეიძლება, მათ შორის საკუთარი ქვემდებების შედეგებზე ფიქრიც. ყვითელი ბარათის მქონე კვარაცხელიამ უხეშად ითამაშა და მისი გაძევებით „რუბინი” უმცირესობაში დატოვა“ – წერს გამოცემა.

„2019 წლის რუსეთის საუკეთესო ფეხბურთელმა რუსეთის ჩემპიონატის ორ შეხვედრაში „უფასთან“ გოლი ვერ გაიტანა. ძიუბამ სულ ოთხჯერ დაარტყა – ყველა სუსტად“ – წერს ჟურნალისტი.