საფეხბურთო ტაიმაუტი | ჯიმი ტაბიძე - ორი წელია, ნაკრებში არ მითამაშია და ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ჯიმი ტაბიძე - ორი წელია, ნაკრებში არ მითამაშია და ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ეროვნული ნაკრებისა და „დინამო თბილისის“ მცველმა, ჯიმი ტაბიძემ ნოვეგიასთან ფრედ დასრულებულ მატჩზე (1:1) ისაუბრა.

„ნორვეგია კარგად დაკომპლექტებული გუნდია. მწვრთნელის დავალებების შესრულებას ვცდილობდით, მაგრამ საწყის 25 წუთში ამის საშუალება მეტოქემ არ მოგვცა. ეს ამ შეხვედრის ძალიან მძიმე პერიოდი იყო. გოლიც გავუშვით და შემდეგ თამაშში დაბრუნება რთული აღმოჩნდა, მაგრამ მაინც მოვახერხეთ.

შესვენებაზე სანიოლმა აქცენტი გააკეთა პირველი ტაიმის ბოლო 15-20 წუთზე, რომელიც კარგად ჩავატარეთ. ამაში პოზიტივი დაინახა, კარგია, როგორც დავასრულეთ ტაიმი და დიდი სურვილი მაქვს, რომ მეორე ტაიმიც ასე დავიწყოთო. ასეც იყო – მეორე ნახევარი დალაგებულად დავიწყეთ, შემდეგ სქემა შეცვალა, ერთი ცენტრალური მცველი, მე მომხსნა და ერთი თავდამსხმელი დაამატა – ასე შეტევაში უფრო აგრესიულები გავხდით.

რა თქმა უნდა, მომენტები იმათაც ჰქონდათ და მადლობა გიორგი მამარდაშვილს, რომელმაც ძალიან მაგარი თამაში ჩაატარა, მაგარი ბურთები აიღო და გადაგვარჩინა. დასაწყისში მოგება კარგი იქნებოდა, მაგრამ ნორვეგიის დონის ნაკრებთან ფრე ცუდი შედეგი ნამდვილად არ იყო

ყველაზე რთული გასაჩერებელი ვინ იყო? მათი ძალა გუნდურობაში უფროა, ვიდრე ვინმეს ინდივიდუალიზმში. ჰალანდმა ჩემპიონთა ლიგაზე ხუთი გოლის გაიტანა და, რა თქმა უნდა, ის რომ ყოფილიყო, სხვა თამაში იქნებოდა, მაგრამ მის არყოფნაზე გული დამწყდა, რადგან ყოველთვის არ გეძლევა საშუალება, მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელის წინააღმდეგ ითამაშო.

ვნერვიულობდი თუ არა? ეს სანაკრებო თამაშებს ყოველთვის ახლავს. თანაც, ორი წელია, რაც ნაკრებში არ მითამაშია. ძალიან მძიმე ტრავმა მქონდა, ძალიან რთული პერიოდი გავიარე და ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ ნაკრებში თამაშის საშუალება ისევ მომეცა“, – ამბობს ჯიმი ტაბიძე.