ჩაბრაძე ტაბიძის ნაცვლად - დღეს საქართველოს ნაკრების შეკრება იწყება​ #1TVSPORT​
ჩაბრაძე ტაბიძის ნაცვლად - დღეს საქართველოს ნაკრების შეკრება იწყება​ #1TVSPORT​

დღეიდან საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე შეიკრიბება.

თუმცა, ცნობილია, რომ დღეს გუნდი არასრული შემადგენლობით ივარჯიშებს. რამდენიმე ლეგიონერი ნაკრების საწვრთნელ შეკრებას 20 სექტემბრიდან შეუერთდება.

ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურის ცნობით, მთავარი მწვრთნელის მიერ დასახელებულ პირველად შემადგენლობაში ერთი იძულებითი ცვლილებაა.

„დინამო თბილისის“ მცველმა ჯიმი ტაბიძემ „გაგრასთან“ ეროვნული ლიგის ბოლო ტურში სათამაშო ეპიზოდში შეჯახებისას ტვინის შერყევა მიიღო და ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარება.

სანიოლმა ტაბიძის ნაცვლად საქართველოს ნაკრების განაცხადში ბათუმის „დინამოს“ წევრი გოგა ჩაბრაძე დაამატა, რომელსაც ბოლო დანიშვნის შემდეგ ფრანგი სპეციალისტი მუდამ იწვევდა, მაგრამ თავდაპირველ სიაში ამჯერად არ დაასახელა.

უეფა-ს ერთა ლიგის მატჩების განრიგი

23 სექტემბერი – 20:00

საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონია

26 სექტემბერი – 22:45

გიბრალტარი – საქართველო