სვიტოლინამ საქველმოქმედო აუქციონზე კლიჩკოსთან ვახშამი 21 ათას დოლარად გაყიდა
უკრაინელმა ჩოგბურთელმა ელინა სვიტოლინამ კიევში საქველმოქმედო აუქციონი გამართა, სადაც ერთ-ერთ ლოტად კრივში მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონთან, ვლადიმირ კლიჩკოსთან ერთად ვახშამი იქნა გამოტანილი.
შემოსული თანხა სვიტოლინას სახელობის ფონდში გადაირიცხა, რომელიც ნიჭიერ უკრაინელ ჩოგბურთელ ბავშვებს აფინანსებს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ელინა სვიტოლინამ წლის შემაჯამელელი ტურნირის ფინალში იასპარეზა, სადაც იგი ავსტრალიელ ეშლი ბარტისთან დამარცხდა.