უკრაინელმა ჩოგბურთელმა ელინა სვიტოლინამ განაცხადა, რომ ის ამერიკის ღია პირველობაზე არ ითამაშებს.
„ჩემი აზრით, სეზონის ბოლომდე დაგეგმილი ორივე „დიდი სლემის“ ტურნირი ჩატარდება. ახლა ამერიკის ღიას და „როლან გაროსის“ ორგანიზატორებზე იქნება მოთამაშეების უსაფრთხოება დამოკიდებული. არ ვიცი, რამდენად ძლიერი შემადგენლობები შეიკრიბება ამ ტურნირებზე, მაგრამ უპირველესი მაინც ჩოგბურთელების დაცვაა. ჩემი პირველი ტურნირი სავარაუდოდ მადრიდში იქნება. დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამერიკის ღია პირველობას გამოვტოვებ. ჩემთვის ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – დაასრულა უკრაინელმა ჩოგბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ ელინა სვიტოლინა ამერიკის ღია ჩემპიონატის შარშანდელი ნახევარფინალისტია.