დღეს უიმბლდონის ფინალისტები გამოვლინდებიან
დღეს უიმბლდონის ფინალისტები გამოვლინდებიან

ინგლისის დედაქალაქ ლონდონში მიმდინარე უიმბლდონის ტურნირზე დღეს ქალებს შორის ნახევარფინალური დაპირისპირებები გაიმართება.

პირველ შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ უკრაინელი ელინა სვიტოლინა (მე-8 ჩოგანი) და რუმინელი სიმონა ჰალეპი (მე-7 ჩოგანი) წარდგებიან. აქამდე ისინი ერთმანეთს შვიდჯერ შეხვედრიან, საიდანაც ოთხჯერ უკრაინელმა გაიმარჯვა.

მეორე ნახევარფინალიც ძალიან საინტერესო უნდა გამოდგეს: მსოფლიოს ექს-პირველი ჩოგანი და „დიდი სლემის“ 22-გზის ჩემპიონი, ამერიკელი სერენა უილიამსი მსოფლიოს 54-ე ჩოგანს, ჩეხ ბარბარა სტრიცოვას დაუპირისპირდება.

პირად შეხვედრებში ამერიკელი ლიდერობს, ანგარიშით 3:0.