სუპერკომპიუტერმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული დაასახელა #1TVSPORT
ბრიტანულმა გაზეთმა, The Sun-მა შეადგინა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის პლეიოფის პროგნოზი.
სუპერკომპიუტერს მიაჩნია, რომ ტურნირის გამარჯვებული გახდება არგენტინის ნაკრები, რომელიც ფინალში ევროპის მოქმედ ჩემპიონს – ესპანეთს დაამარცხებს.
ნახევარფინალში არგენტინა და ესპანეთი, შესაბამისად, ურუგვაისა და ინგლისის ნაკრებებს მოუგებენ.
პროგნოზის მიხედვით, 1/16-ფინალიდან გამოეთიშებიან ბრძოლას ბრაზილია და იტალია, საფრანგეთის ნაკრები მერვედფინალიდან დაემშვიდობება ჩემპიონატს, ხოლო მეოთხედფინალში გავლენ ეკვადორისა და უნგრეთის ნაკრებები.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში გაიმართება.