სტივენ ჯერარდს ინგლისური კლუბის გაწვრთნის შანსი გაუჩნდა
სტივენ ჯერარდს ინგლისური კლუბის გაწვრთნის შანსი გაუჩნდა

შოტლანდიური „რეინჯერსის“ მთავარმა მწვრთნელმა სტივენ ჯერარდმა, შესაძლოა, ინგლისში გააგრძელოს სამწვრთნელო კარიერა.

იტყობინებიან, რომ „ბრისტოლ სიტის“ მფლობელი სტივ ლენსდაუნი აპირებს ინგლისელ სპეციალისტს ანდოს მთავარი მწვრთნელის პოსტი. ასევე კანდიდატთა შორის არიან – კრის ჰიუტონი, ლი ბოუიერი და რაიან ლოუ.

40 წლის ჯერარდი „რეინჯერსს“ 2018 წლიდან ავარჯიშებს. „ლივერპულის“ ლეგენდის კონტრაქტი გლაზგოურ კლუბთან 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

43 ტურის შემდეგ, ინგლისის ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში „ბრისტოლი“ მე-11 ადგილზეა.