„ასტონ ვილამ“ ზედიზედ მეექვსე წაგების შემდეგ სტივენ ჯერარდი დაითხოვა #1TVSPORT
„ასტონ ვილამ“ ზედიზედ მეექვსე წაგების შემდეგ სტივენ ჯერარდი დაითხოვა #1TVSPORT

სტივენ ჯერარდი „ასტონ ვილას“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს.

ბირმინგემულმა კლუბმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მადლობა გადაუხადა ახალგაზრდა სპეციალისტს გაწეული სამუშაოსთვის და მომავალში წარმატებები უსურვა.

ჯერარდი „ასტონ ვილას“ 2021 წლის ნოემბერში ჩაუდგა სათავეში და პრემიერლიგის გასულ სეზონზე კლუბმა მე-14 ადგილი დაიკავა.

ხუთშაბათს, პრემიერლიგის მე-12 ტურში „ასტონ ვილამ“ სტუმრად „ფულჰემთან“ 0:3 წააგო. ეს იყო ბირმინგემელთა ზედიზედ მეექვსე წაგება და სწორედ ამ მატჩის შემდეგ გაათავისუფლეს ჯერარდი. „ასტონ ვილა“ ცხრა ქულით მე-17 ადგილზეა პრემიერლიგის ცხრილში.