აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონი სტიპე მიოჩიჩი (19-3) მომავალი მეტოქის მოლოდინშია. წარმოშობით ხორვატმა მებრძოლმა „ესპნ-ს“ (ESPN) ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც მომავალ გეგმებზე ისაუბრა. როგორც გაირკვა, მიოჩიჩი არ არის დაინტერესებული დენიელ კორმიესთან (22-2) მესამედ დაპირისპირების. შეგახსენებთ, რომ ამ ორს შორის სულ ორი ბრძოლა შედგა. პირველი კორმიემ ნოკაუტით მოიგო, ხოლო განმეორებითი დაპირისპირება სტიპეს გამარჯვებით დასრულდა. სწორედ ამ მოგებამ დაუბრუნა ჩემპიონის ქამარი ხორვატს.
„როგორც ვატყობ ტაისონ ფიური მართლაც აპირებს შერეულ ორთაბრძოლებში თავის გამოცდას. მე ძალიან მომწონს ეს ახალი გამოწვევა. რაც შეეხება კორმიეს, მე ის დამაჯერებლად დავამარცხე და არანერი კითხვის ნიშანი არ დავტოვე“, – განაცხადა მიოჩიჩმა.
სტიპე საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე ფიურის დაემუქრა კიდეც.