სტენლის თასს მოქმედი ჩემპიონი გამოეთიშა
სტენლის თასს მოქმედი ჩემპიონი გამოეთიშა

ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) პლეიოფში მეორე რაუნდის ბოლო, მერვე მონაწილე გაირკვა. კაროლინამ  სტუმრად მოუგო ვაშინგტონს და სტენლის თასის გათამაშება მოქმედი ჩემპიონის გარეშე დატოვა.

საინტერესოა, რომ პირველად ჩემპიონატის ისტორიაში, პლეიოფის პირველ რაუნდში გამოეთიშა ბრძოლას ოთხივე დივიზიონის გამარჯვებული: ტამპა ბეი (ატლანტიკი), კალგარი (პასიფიკი), ნეშვილი (ცენტრალური) და ვაშინგტონი (მეტროპოლიტენი).

აღმოსავლეთი

ვაშინგტონი-კაროლინა 3:4 (ო)
2:0, 1:2, 0:1, 0:0, 0:1
გოლები: 1:0 ბურაკოვსკი-1, 2:0 ტ. უილსონი-3 (ოვეჩკინი-5, ორლოვი-4), 2:1 აჰო-2 (პესკე-2, სლავინი-7), 3:1 კუზნეცოვი-1 (ჰაგელინი-1), 3:2 ტერავაინენი-3 (პესკე-3, მაკგინი-3), 3:3 ჯ. სტაალი-3 (სლავინი-8), 3:4 მაკგინი-2 (ჯასტინ უილიამსი-3, სლავინი-9).
სერია: 3-4