„ჩიკაგო ბლეკჰოქსის“ ფორვარდმა კრის კუნიტცმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, – წერს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
ამიერიდან, 39 წლის კანადელი „ჩიკაგოში“ მოთამაშეთა განვითარების მიმართულებით კონსულტანტის თანამდებობას დაიკავებს, ასევე დაეხმარება ძირითადი გუნდის სამწვრთნელო შტაბს.
თავის დროზე, კუნიტცი ჰოკეის ეროვნული ლიგის დრაფტზე არცერთმა კლუბმა არ აიყვანა. მიუხედავად ამისა, მას ძალიან წარმატებული კარიერა ჰქონდა. „ანაჰაიმის“, „ატლანტას“, „პიტსბურგის“, „ტამპა ბეისა“ და „ჩიკაგოს“ შემადგენლობაში კრისმა 1022 მატჩი ჩაატარა და 619 ქულა (268-351) დააგროვა. პლეიოფის 178 მატჩში კი 93 ქულა (27+66) აიღო.
კუნიტცმა ოთხჯერ მოიგო სტენლის თასი: 2007 წელს „ანაჰაიმთან“ ერთად, 2009, 2016 და 2017 წლებში კი „პიტსბურგთან“ ერთად. კანადის ნაკრებში ის 2014 წელს ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.