„სტენლის თასის“ ფინალური სერიის პირველ მატჩში „ბოსტონმა“ „სენტ-ლუისი“ დაამარცხა
„სტენლის თასის“ ფინალური სერიის სასტარტო მატჩში „ბოსტონმა“ საკუთარ კედლებში „სენტ-ლუისი“ ანგარიშით 4:2 დაამარცხა.
შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო და მეორე პერიოდში ორი ბურთით დაწინაურდნენ, მაგრამ „ბოსტონმა“ შეძლო მობილიზება და დარჩენილ დროში სტუმრებს ოთხი უპასუხო შაიბა გაუტანა.
„სენტ-ლუისიდან“ თავი შენმა და ტარასენკომ გამოიჩინეს, ხოლო „ბოსტონიდან“ კლიფტონმა, მაკევეიმ, კერალმა და მარშანმა.
„ბოსტონი“ სერიაში ანგარიშით 1:0 დაწინაურდა. მეორე მატჩი ბოსტონში 30 მაისს, თბილისის დროით ღამის 04:00 საათზე გაიმართება.