„სენტ ლუისმა“ ფინალური სერიის მეშვიდე მატჩში „ბოსტონი“ დაამარცხა და თავისი არსებობის ისტორიაში პირველად გახდა სტენლის თასის მფლობელი. გადამწყვეტი შეხვედრა კრეიგ ბერუბეს შეგირდებმა ანგარიშით 4:1 მოიგეს.
„ბლუზმენები“ NHL-ში 1967 წლიდან გამოდიან. შესაბამისად, თასის პირველად მოგებას მთელი 52 წელი ელოდნენ, რაც ლიგის ახალი რეკორდია. მეორე მაჩვენებელი აქვს „ლოს ანჯელესს“ – 44 წელი ლოდინი პირველ ჩემპიონობამდე, მესამე – „ვაშინგტონს“ – 43 წელი 2018 წლის ტიტულამდე.
ბოლო მატჩის გმირი „სენტ ლუისის“ მეკარე ჯორდან ბინინგტონი გახდა – სეზონის დებიუტანტმა 32 დარტყმის მოგერიება შეძლო და სამი წუთი არ ეყო „შათ-აუტის“ შესრულებამდე.
„კონ სმიტ ტროფი“ (პლეიოფის უძვირფასესი მოთამაშე) გადაეცა „სენტ ლუისის“ კაპიტან რაიან ო’რაილიმ, რომელმაც პლეიოფში 23 ქულა (8+15) დააგროვა.
შეგახსენებთ, რომ ფინალამდე „სენტ ლუისმა“ ექვს მატჩში მოუგო „ვინიპეგს“, შვიდ მატჩში „დალასს“ და ექვს მატჩში – „სან ხოსეს“. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ იანვრის დასაწყისში, „ბლუზი“ რეგულარულ სეზონში ბოლო ადგილზე იყო, მაგრამ მომდევნო 49 მატჩიდან 30 მოიგო და პლეიოფში გავიდა.
ბოსტონი-სტ. ლუისი 1:4
0:2, 0:0, 1:2
გოლები: 0:1 ო’რაილი-8 (ბოუმისტერი-7, პიეტრანჯელო-16), 0:2 პიეტრანჯელო-3 (შვარცი-7), 0:3 ბ. შენი-5 (ტარასენკო-6, შვარცი-8), 0:4 სენფორდი-1 (პერონი-9, ო’რაილი-15), 1:4 გრზელჩიკი-4 (კრეიჩი-12).
სერია: 3-4