„გოლდენ სტეიტის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სტეფ კარიმ მიმდინარე სეზონზე 58 შეხვედრა გამოტოვა. „ვორიორზის“ გამთამაშებელმა მაჯა მოიტეხა და ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პროცესი გაიარა.
ჟურნალისტი ენტონი სლეიტერი ავრცელებს ინფორმაციას, რომ კარი ტრავმის მოშუშების შემდეგ, პირველ შეხვედრას ხვალ „ტორონტოს“ წინააღმდეგ გამართავს. მოგვიანებით, ეს ინფორმაცია „გოლდენ სტეიტშიც“ ოფიციალურად დაადასტურეს.