სტეფ კარი აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოში შევიდა #1TVSPORT
სტეფ კარი აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოში შევიდა #1TVSPORT

„გოლდენ სტეიტის“ ვარსკვლავი სტეფ კარი და მისი ცოლი აიშა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის საბჭოს წევრები გახდნენ ფიტნესისა და კვების საკითხებში, – იტყობინება გამოცემა BasketNews-ი.

თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ ცნობილი წყვილი შევიდა 30 ადამიანის სიაში, რომლებსაც ბაიდენი ჩააბარებს საპრეზიდენტო საბჭოს სპორტის, ფიტნესისა და კვების მიმართულებით.

ეს ჯგუფი დაკავებული იქნება ჯანსაღი ცხოვრების წესის, ხელმისაწვდომი კვებისა და ფიზიკური აქტივობის პოპულარობით ამერიკელებს შორის, მათი წარმოშობისა თუ შესაძლებლობების მიუხედავად. საბჭოს სამომავლო მოღვაწეობა მოიცავს აქცენტს ფსიქიურ ჯანმრთელობაზე.

კარის გარდა, საბჭოში მოხვდა ცნობილი შეფმზარეული ხოსე გარსესი, ყოფილი ბეისბოლისტი რაიან ჰოვარდი, ქალთა NBA-ის ჩემპიონი ტამიკა კატჩინგსი და ოლიმპიელები – ქლოე კიმი, ელანა მეიერს ტეილორი და შონტე ლოუ.

სტეფ კარიმ მხარი დაუჭირა ჯო ბაიდენს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას დემოკრატიული პარტიის ეროვნელ ყრილობაზე.