15 დეკემბერს „ინდიანა პეისერსის“ წინააღმდეგ მატჩში ტრავმა მიიღო „გოლდენ სტეიტის“ მთავარმა ვარსკვლავმა, სტეფ კარიმ.
მესამე მეოთხედის ბოლოს მან ჯეილენ სმიტისთვის ბურთის ართმევა მოინდომა და მხარი დაიზიანა, რის გამო თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.
კარი გუნდთან ერთად ფილადელფიაში გაემგზავრა და იქ ჩაიტარა სამედიცინო გამოკვლევა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ მცველმა მარცხენა მხარი იღრძო.
როგორც ვარაუდობენ, 2022 წელს კარი თამაშს ვეღარ შეძლებს.
მიმდინარე რეგულარულ სეზონზე კარიმ 26 მატჩი ჩაატარა და, საშუალოდ, 30,0 ქულა, 6.6 მოხსნა და 6.8 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.