სტამბოლის პოლიციამ პრაიდის მონაწილეებს მსვლელობის გამართვის უფლება არ მისცა და 100-ზე მეტი ადამიანი დააკავა
სტამბოლის პოლიციამ პრაიდის მონაწილეებს მსვლელობის გამართვის უფლება არ მისცა და 100-ზე მეტი ადამიანი დააკავა.
დასავლური მედიის ცნობით, ადგილობრივ ხელისუფლებას მსვლელობის ჩატარება წელსაც აკრძალული ჰქონდა.
მედია წერს, რომ ათასობით ადამიანი ესწრებოდა პრაიდის მსვლელობას სტამბოლის მთავარ, ისტიკლალის გამზირზე, მაგრამ ბოლო წლებში მთავრობამ, რომელსაც პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და მისი „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტია ხელმძღვანელობს, გაამკაცრა პოზიცია ლგბტქ+ თავისუფლების მიმართ.
სტამბოლის პოლიციამ შეზღუდა წვდომა ტაქსიმის მოედანზე და გადაკეტა არაერთი ქუჩა მეზობელ ჯიჰანგირის რაიონში, სადაც პრაიდის მონაწილეები შეკრებას ცდილობდნენ. ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც აიკრძალა.
ბეიოღლუს რაიონში ადგილობრივმა ხელისუფლებამ 20-26 ივნისს შორის პრაიდის კვირეულის ყველა ღონისძიება აკრძალა და განაცხადა, რომ ამან შეიძლება, გამოიწვიოს საზოგადოებრივი არეულობა საზოგადოების სენსიტიურობის გამო.