სპორტის მენეჯმენტის კურსდამთავრებულებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დიპლომები გადაეცათ #1TVSPORT
სპორტის მენეჯმენტის კურსდამთავრებულებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დიპლომები გადაეცათ #1TVSPORT

საქართველოს ოლიმპიურ მუზეუმში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სპორტის მენეჯმენტის კურსების წარმატებულ კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონია გაიმართა.

სპორტის სხვადასხვა სახეობისა და სპორტული ორგანიზაციის 21 წარმომადგენელს ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვაში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დიპლომები სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა გადასცა.

2023 წლის სპორტის მენეჯმენტის რიგით მეცხრე კურსები საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამული დაფინანსებით ჩატარდა. პროექტი მიზნად ისახავს სპორტულ ორგანიზაციებში, ეროვნულ ფედერაციებსა და სპორტის სფეროში დასაქმებული სპეციალისტების, მწვრთნელებისა და მოხალისეების კვალიფიკაციის ამაღლებას ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვის ძირითად საკითხებზე.

მენეჯმენტის კურსების მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს პროგრამით გათვალისწინებულ ექვს თემაზე, კერძოდ, ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვა, სტრატეგიული მართვა, ადამიანური რესურსებისა და ფინანსების მართვა, მარკეტინგი და მასშტაბური სპორტული ღონისძიების ორგანიზება.

სპორტის მენეჯმენტის უმაღლეს კურსებს უძღვებოდნენ სოკ-ის მიერ სერტიფიცირებული პროგრამის დირექტორი, სეოკ-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური, კურატორები და მოწვეული ექსპერტები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით, ტრადიციულად, მომავალშიც აქტიურად განახორციელებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამას.