ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიურმა კომიტეტმა წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა #1TVSPORT
ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიურმა კომიტეტმა წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა #1TVSPORT

სასტუმრო „პულმან თბილისი აქსის თაუერსში“ გამართული საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესიის შემდეგ 2022 წლის სპორტული შედეგები შეაჯამეს და საუკეთესოები 13 ნომინაციაში გამოავლინეს. წლის საუკეთესო სპორტსმენი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი გახდა, რომელიც დაჯილდოების პარალელურად იერუსალიმის მასტერსზე იღებს მონაწილეობას და ნახევარფინალშია.

წლის საუკეთესო სპორტსმენი – ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო);

უნიკალური მიღწევები (6-გზის მსოფლიო ჩემპიონი) – ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა);

წლის საუკეთესო ახალგაზრდა სათამაშო სახეობებში – ხვიჩა კვარაცხელია (ფეხბურთი);

წლის ქალი საუკეთესო სპორტსმენი – ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო);

წლის აღმოჩენა (გოგონა) – ანანო აფაქიძე (ბატუტზე ხტომა);

წლის აღმოჩენა (ბიჭი) – გიორგი ელბაქიძე (თავისუფალი ჭიდაობა);

წლის საუკეთესო სპორტსმენები ზამთრის სახეობებში – კარინა საფინა და ლუკა ბერულავა (ფიგურული ციგურაობა);

წლის საუკეთესო მწვრთნელი – ბეჟან ჭიჭინავა (კრივი);

წლის საუკეთესო მწვრთნელი ქალთა სპორტში – ზაურ სულაშვილი ( ბატუტზე ხტომა).