საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში ახალგაზრდა სპორტსმენთა ფიცის დადებისა და გაცილების ცერემონია გაიმართა #1TVSPORT
საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში ახალგაზრდა სპორტსმენთა ფიცის დადებისა და გაცილების ცერემონია გაიმართა #1TVSPORT

დღეს, 21 ივლისს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ევროპის ზაფხულის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს სპორტსმენთა გაცილებისა და ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სეოკ-ის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, სპორტის გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები.

ღონისძიება სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა, ემზარ ზენაიშვილმა გახსნა. დამსწრე საზოგადოებას ოლიმპიური დელეგაციის შემადგენლობა სეოკ-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, რუსუდან აფციაურმა წარუდგინა.

ევროპის ზაფხულის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს სლოვენიის ქალაქი მარიბორი 23-29 ივლისს უმასპინძლებს. საქართველოდან კი სპორტის ცხრა სახეობაში (ძიუდო, მძლეოსნობა, ცურვა, კალათბურთი 3X3-ზე, საგზატკეცილო და სამთო ველოსპორტი, ტანვარჯიში, სკეიტბორდი, ჩოგბურთი) 31 სპორტსმენი იასპარეზებს.

სპორტსმენებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და წარმატებული ასპარეზობა უსურვეს ოლიმპიურმა ჩემპიონებმა – სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, ვიცე-პრეზიდენტმა ნინო სალუქვაძემ, სეოკ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, დავით გობეჯიშვილმა.

საქართველოს ოლიმპიური გუნდის სახელით ფიცი დადო კალათბურთელმა ნიკოლოზ გურგენიძემ. სპორტსმენთა სახელით სიტყვით გამოვიდა ჩოგბურთელი ელენე ხუბუა.

ევროპის ზაფხულის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები ტანმოვარჯიშე თინათინ ტყემალაძე და ძიუდოისტი საბა გველესიანი იქნებიან.

ფესტივალზე საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი უხელმძღვანელებს. ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი სეოკ-ის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია იქნება.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობა:


ცურვა


ანა ნიჟარაძე, სანდრო ქვილორია.

მწვრთნელი: ზურაბ კობახიძე.


ველოსპორტი (საგზატკეცილო)


რუსლან ბაბილოძე, გიორგი გაბრიჭიძე, არჩილ უნდილაშვილი.

მწვრთნელები: გიორგი დემურაძე​, ავთანდილ მიკუჩაძე.


ველოსპორტი (სამთო)


გიორგი სულხანიშვილი.

მწვრთნელი: ომარ ფხაკაძე.


ჩოგბურთი


ელენე ხუბუა, ნიტა სხილაძე, გიორგი ღვარძელაშვილი, კონსტანტინე შარვაშიძე.

მწვრთნელი: გაგა დოლიძე.


სკეიტბორდი


პეტრე ბუნტური.

მწვრთნელი: ვლადიმერ ბოჟაძე.


მძლეოსნობა


ვაჟა მარტყოფლიშვილი (ბადროს ტყორცნა), ნოდარ კახელიშვილი (უროს ტყორცნა).

მწვრთნელი: ლერი ჩიტაიშვილი.


სპორტული ტანვარჯიში


დაჩი დოლიძე, თინათინ ტყემალაძე.

მწვრთნელები: თეიმურაზ ქოიავა, ილია ვაშაკიძე.


ძიუდო


ვაჟები: შოთა ბაჩოშვილი (50 კგ), მერაბ სამადაშვილი (55 კგ), თორნიკე გიგაური (60 კგ), მათე გველესიანი (66 კგ), ირაკლი ქავთარაშვილი (73 კგ), გიორგი ბენდელიანი (81 კგ), საბა გველესაინი (90 კგ), შოთიკო გოჩიაშვილი (+90 კგ).

გოგონები: თამარ გიგოლაევი (48 კგ), ნონა დოლიაშვილი (63 კგ), ლიზი ქვარცხავა (70 კგ), ნინო პაპიძე (+70კგ).

მწვრთნელები: გიორგი ყიზილაშვილი, ალექსი ღვინიაშვილი, გიორგი გვიჩიანი.


კალათბურთი (3X3)


ნიკოლოზ გურგენიძე, ირაკლი ახალაია, ანდრია მდინარაძე, ნიკოლოზ კვანტალაინი.

მწვრთნელი: გრიგოლ გურგენიძე.

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრები სლოვენიის ქალაქ მარიბორში 22 ივლისს გაემგზავრებიან.