ამერიკელმა სტუდენტმა კეტრინ მაიორგამ ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდს, კრიშტიანუ რონალდუს გაუპატიურებაში დასდო ბრალი. როგორც გერმანული გაზეთი Spiegel წერს, ინციდენტი 2009 წელს, ლას ვეგასში მოხდა.
იტყობინებიან, რომ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა გოგონას დუმილის სანაცვლოდ 375 ათასი დოლარი გადაუხადა. თავად რონალდუ ბრალს უარყოფს და ამბობს, რომ ყველაფერი ორმხრივი შეთანხმებით მოხდა.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ ესპანელ მოდელთან ჯორჯინა როდრიგესთან ერთად ცხოვრობს. 2017 წელს მათ ქალიშვილი შეეძინათ.