სოზარ სუბარი - სირცხვილის დერეფნები თუ კორიდორები არის ამომრჩეველზე ძალადობა, სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია ქმედება, რომელიც ხელს უშლის ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვას
სოზარ სუბარი - სირცხვილის დერეფნები თუ კორიდორები არის ამომრჩეველზე ძალადობა, სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია ქმედება, რომელიც ხელს უშლის ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვას

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია ქმედება, რომელიც ხელს უშლის ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვას არჩევნებში ან რეფერენდუმში, – ამის შესახებ სამგორის რაიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, „სირცხვილის კორიდორების“ მოწყობა ამომრჩეველზე ძალადობაა.

„რაც შეეხება სირცხვილის დერეფნების თუ კორიდორების მოწყობას, როგორც უნდა უწოდონ, ეს არის კიდევ ერთხელ ძალადობა ამომრჩეველზე, კიდევ ერთხელ ძალადობა და დაცინვა ქართველ ხალხზე. ამავდროულად, თუ კიდევ დაიწყებენ ამის განხორციელებას, ძალიან სერიოზული შანსი არსებობს, რომ ამითი ჩაიდინონ ჩვეულებრივი დანაშაული, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია ქმედება, რომელიც ხელს უშლის ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვას არჩევნებში ან რეფერენდუმში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა, ლევან ვარშალომიძემ გუშინ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართა და მხარდამჭერებს მოუწოდა, 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურზე საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორი მოაწყონ. მსგავსი შინაარსის განცხადება ვარშალომიძემ დღესაც გააკეთა.

ამასთან, დღესვე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, მურმან დუმბაძემ განაცხადა, რომ არჩევნები ყველგან გაყალბებულია და შესაბამისად, ყველგან მოეწყობა სირცხვილის კორიდორი.

დატოვე კომენტარი